ძლიერი მიწისძვრა მოხდა ინდონეზიის სამხრეთში. ქვეყანაში ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული და მოსახლეობა პანიკაშია.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7,9 მაგნიტუდას შეადგენდა.
ეპიცენტრი ქალაქ პადანგიდან 808 კილომეტრის მოშორებით 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა, უცხოური მედიის ცნობით, ზარალი დიდი იქნება.
ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის პირველი კადრები: