გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსთან ვიზა-ლიბერალიზაცია სექტემბრის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება.
„ჩემს გამოსვლაში მე ძალიან ცალსახად გავუსვი ხაზი, რომ გერმანიაც და ევროკავშირიც მაქსიმალურს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დადგეს რეალური ვიზა-ლიბერალიზაცია. ეს ევროპარლამენტის გარკვეულ ფორმალობებზეა დამოკიდებული და მხოლოდ გერმანიის გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ კარგი საფუძველი გვაქვს ამისთვის. ის განრიგი, რომელიც არსებობს ევროპარლამენტში, არის ძალიან ამბიციური - საკომიტეტო მოსმენები, კონსულტაციები... ვფიქრობ, თვის ბოლოს, ივლისის ბოლოს პროცესი დასრულდება, მაგრამ ალბათ სექტემბრის განმავლობაში, უფრო მეორე ნახევარში მივალთ საბოლოო, ლოგიკურ შედეგამდე", - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.