„მიხეილ სააკაშვილი არის ყველაფერზე წამსვლელი, მაგრამ ხელისუფლება აქ არის იმისთვის, რომ ასეთი ადამიანები ყველაფერზე ვერ წავიდნენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე რომ არის წამსვლელი, ეს მან დაამტკიცა, როდესაც ცხრა წელი იყო მმართველობაში და ამტკიცებს დღემდე, როდესაც არის ოპოზიციაში და ოპოზიციის ლიდერი. ის არის ყველაფერზე წამსვლელი, მაგრამ ხელისუფლება აქ არის იმისთვის, რომ ასეთი ადამიანები ყველაფერზე ვერ წავიდნენ. შესაბამისად, მას ამისთვის ვერავითარი რესურსი ვერ ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, აიღებს თუ არა საქართველოში ჩამოსასვლელ ბილეთს მიხეილ სააკაშვილი, კობახიძე პასუხობს, „მარსზე გაფრინდება“.