„ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ დაასრულა მუშაობა და ისინი ტოვებენ საქართველოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მათთან შემაჯამებელი შეხვედრა გაგვემართა. რა თქმა უნდა, გავიარეთ მიმდინარე პროცესები, რაც უკავშირდება ხმების გადათვლას და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მეორე ტურთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არის ბევრი საკითხი, რომლებზეც მუშაობის დაწყება აუცილებელია.
„ეს იყო ის მთავარი თემები, რომლებზეც ვისაუბრეთ. ისინი ჩვენთან ერთად, ამჯერად უკვე გარედან დააკვიდრებიან ამ პროცესებს, თუ როგორ ჩაივლის მეორე ტური. ჩვენ კარგად გვახსოვს მათი შეფასებები და მათ შორის ბოლო განცხადება და ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისა და ორგანიზაციებისგან“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.