logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ხალხს არ უნდა რუსული საქმის მკეთებელი პოლიტიკური ძალები, მათ უნდათ პროდასავლური ძალა
- +

10 ნოემბერი. 2020. 13:42

 

 

„თანდათან ვისმენთ აღიარებით ჩვენებებს. გუშინ გამოვიდა ალეკო ელისაშვილი და აღიარებითი ჩვენება მოგვცა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ძალადობრივად აპირებდნენ ცესკოში შეჭრას. დეტალები მოყვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა ცესკოსთან. ახლა მოვისმინეთ მიხეილ სააკშვილის აღიარებითი ჩვენება“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან მორიგი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ დესტრუქცია არის მათ ბუნებაში. თუმცა, აქ არის ხელისუფლება, რომელიც დაიცავს საზოგადოების ინტერესებს და დაიცავს იმ 930 ათასი ადამიანის ინტერესებს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენ მიერ აღებული კურსის გაგრძელებას. ამ ხალხს არ უნდა რუსული საქმის მკეთებელი პოლიტიკური ძალები. მათ უნდათ პროდასავლური ძალა, რომელიც გააგრძელებს ქვეყნის განვითარებისკენ აღებულ კურსს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner