logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გერმანიის მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს
- +

1 ივლისი. 2016. 11:07


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მათ ისაუბრეს ასოცირების შეთანხმებაზე და ვიზა-ლიბერალიზაციაზე. ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული მხარდაჭერა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გერმანიის მხრიდან.


 

„ჩვენ ვისაუბრეთ ასოცირების შეთანხმებაზე და ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯზე, რასაც ჩვენ ველოდებით და რასაც ჰქვია ვიზა-ლიბერალიზაცია. ჩვენ გვაქვს გერმანიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოხატული მხარდაჭერა, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს პროცესები ევროპის პარლამენტში და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს განხილვები ძალიან მალე დასრულდება და როგორც ევროკავშირის პარლამენტი, ისე საბჭო, მხარს დაუჭერს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner