„დღეს შევხვდით ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს და სხვა საკითხებთან ერთად ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემი, რომლითაც ხშირად ხდება მანიპულირება, რათა დაზაფრონ და შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის საარჩევნო სიის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„თქვენთვის ცნობილია, რომ დღეს შევხვდით ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს და სხვა საკითხებთან ერთად ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემი, რომლითაც ხშირად ხდება მანიპულირება, რათა დაზაფრონ და შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება. ჩვენთვის სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ ეუთო/ოდირის მისია თავადაც აკვირდება და სწავლობს ამ ციფრებს. ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს ეს მონაცემები, რომლებიც, რა თქმა უნდა, იდენტური იყო. აღსანიშნავია, რომ როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ასე არჩევნების შემდეგაც ჩვენი გუნდი ცდილობს, ჰქონდეს აქტიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რათა თავიდან ავიცილოთ საზოგადოების დეზინფორმაცია. სწორედ ამის შედეგია ის, რომ მხარდაჭერა ასეთ დეზინფორმაციის საფუძველზე ჩვენს ოპონენტებს არ აქვთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.