logo_geo
eng_logo
ამბავი იმისა, თუ როგორ დაიღუპა როსტოვში ჟანგბადის გათიშვის დროს 13 პაციენტი
- +

10 ნოემბერი. 2020. 18:16

 

 

 

 ორიოდე დღის წინ, გამოჩნდა ცნობა COVID-19 -ის ვაქცინის შექმნის შესახებ, რომელიც ამ ვირუსის გავრცელების რისკს 90%-ით ამცირებს. ვაქცინა დასავლეთშია შექმნილი და კვლევის მესამე ფაზაც წარმატებით გაიარა. მთელს მსოფლიოში ამასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები და იმედი გაჩნდა. თუმცა, თუ კი რუსულ პროპაგანდისტულ მედია საშუალებებს  დავაკვირდებით, კრემლში ამ სიხარულს არ იზიარებენ. ეს გასაკვირიც კი არ არის, რადგან რუსმა მეცნიერებმა  ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოიგონეს „პანაცეა“ სახელად „Sputnik V“, რომლითაც თვით ვლადიმერ პუტინი და მისი ოჯახი აიცრნენ. რა თქმა უნდა, კრემლის ელიტაც. პუტინს იმდენად უნდოდა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ პლანეტის გადარჩენა მხოლოდ რუსეთს შეუძლია, რომ კვლევების მესამე-უმთავრეს ფაზასაც კი არ დაელოდა და  „Sputnik V“-ს სახელმწიფო რეგისტრაცია ისე მიანიჭა. ცოტა ხნის წინ კი, ამ ვაქცინით აცრილების დაღუპვის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა.

 

 

 

დღეის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციაში, 1,76 მილიონი დაავადებულია, 30 ათასზე მეტი ადამიანი გარდაცვლილი. საგანგაშო მდგომარეობაა ჯანდაცვის სექტორში, რადგან COVID-19 -ის პირველი ტალღის შემდეგ, ადამიანების დახმარების  მაგივრად, ვლადიმერ პუტინმა მილიარდობით რუბლი ისეთ პროექტებს მოახმარა, როგორიცაა  მსოფლიოში ყველაზე დიდი ყინულმჭრელი გემის „ვიქტორ ჩერნომირდინის“ არქტიკაში გაშვებაა.

 

 

 

ამ დროს კი, მაგალითად როსტოვის საავადმყოფოში ერთდროულად  13 პაციენტი გარდაიცვალა, რადგან მედიკოსებს მათთვის საჭირო ჟანგბადის მიწოდება უეცრად შეუწყდათ. „- ღამის 11.10-დან 12.10-მდე მამაჩემი 20-ე საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში იწვა, ჟანგბადი  დაახლოებით 23.00 საათზე გამორთეს, დაახლოებით 55 წუთი არ მიეწოდებოდათ. ამ დროს დედაჩემი კოვიდის განყოფილებაში იწვა, ჟანგბადის უკმარისობისგან ხალხი ყვიროდა! იმ ღამით მამა გარდაიცვალა, ის 56 წლის იყო. ვუსურვებ ყველას, ვინც ამაშია დამნაშავე, იგრძნოს ის ტკივილი და შიში, რაც მამაჩემმა განიცადა.“-დაწერა ერთ-ერთი გარდაცვლილის შვილმა. ექიმები ავადმყოფებს ვერაფრით შველოდნენ, მათი გადმოცემით, ადამიანები თევზებივით აღებდნენ პირს ჰაერის ჩასაყლაპად,  მაშინ, როცა ყვირილი უკვე აღარ შეეძლოთ.

 

 

 

თუმცა, რეგიონალური ხელისუფლება კვლავ უარყოფს, რომ 11-12 ოქტომბრის ღამეს "20-ე საქალაქო საავადმყოფოს" ბაზაზე განლაგებულ კოვიდ ჰოსპიტალში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჟანგბადის მიწოდების შეფერხებების შედეგად, ამას გარდა, გავრცელდა ვიდეო კადრები ტომსკის მეორე სამედიცინო და სანიტარული განყოფილებიდან,  სადაც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ. ჩანს, რომ საავადმყოფოს დერეფნებში საწოლებისთვის ადგილი აღარ რჩება, პაციენტები სკამებზე და იატაკზე სხედან. აღმოჩნდა, რომ სანამ ავადმყოფი ადამინები „ფილტრაციას“ გადიან, რასაც ხშირად მთელი დღეც კი სჭირდება,  მათ სრულიად არაადამიანუ პირობებში ყოფნა უწევთ. ”ფილტრში“ მყოფი პაციენტები არ არიან გაფორმებულნი, ამიტომ  არ არის ნებადართული მათთვისპლედების, წყლის და საკვების მიწოდება. აი რას წერს ერთ-ერთი პაციენტის შვილი, რომლის სიტტვებიც „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა: ”დედა 70 წლისაა, შრომის ვეტერანია. გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია - ორმხრივი პნევმონია აქვს დაახლოებით 56%, მეორე ხარისხის ფილტვის ჰიპერტენზია. ტემპერატურა 39 გრადუსამდე, ორნახევარი კვირის განმავლობაში. დედა დერეფანში 20 საათის განმავლობაში იჯდა და სამედიცინო დახმარებას ელოდა. მისცეს თხელი პლედი,  მთელი ღამე იყინებოდა. ვფიქრობ,  ეს არის ფსკერი- დედაჩემი, დამსახურებული პიროვნება, რომელმაც ორი ვაჟი მარტომ გაზარდა, ოთხი შვილიშვილის ბებიაა,იატაკზე საწოლის ქვეშ იწვა.“

 

 

ასევე, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებში  გავრცელდა ალტაის მხარეში გადაღებული ვიდეოკადრები საავადმყოფოს სარდაფიდან, რომელშიც შავ პარკებში, გარდაცვლილთა ცხედრებია მიმოფანტული. ისინი დერეფნებში, იატაკზეა დაწყობილი და ეს ვიდეო ზუსტად, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას ასახავს-მაშინ, როცა ვლადიმიერ პუტინი ყველაფერს აკეთებს საკუთარი უძლეველობის დასამტკიცებლად, ოკუპირებული ტერიტორიების და „სამშვიდობოების“ იმიჯის შესანარჩუნებლად,  მისი ქვეყნის მოქალაქეები ჟანგბადის უეცარი შეწყვეტით იღუპებიან.

 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ჯანდაცვა  საჯაროდ არ აქვეყნებს მონაცემებს პნევმონიით ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობისა და საწოლის ფონდის დატვირთვის შესახებ. დეტალური მონაცემები ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ გასაიდუმლოებულია, ხოლო ღია ნაწილი არასანდო ჩანს.რატომ? იმიტომ რომ, როგორ შეიძლება სახელმწიფოში, რომელსაც კრემლი მართავს, საქმე ცუდად მიდიოდეს?

 

ნინო კობერიძე

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner