logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილი იმ ქართველ პოლიციელებს ემუქრება, რომლებიც შუბლს ტყვიას უშვერენ და გინებას ითმენენ
- +

10 ნოემბერი. 2020. 18:23

 

„მიხეილ სააკაშვილს ძალიან ზედმეტი მოსდის, ემუქრება პოლიციას, საჯარო მოხელეს, ქართველ პოლიციელს, რომელიც არის გმირი და ყოველ დღე შუბლს ტყვიას უშვერს, რომელიც სიფრთხილით ეკიდება ნებისმიერ თემას და გმირულად ითმენს ბევრ რამეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„ნახეთ, რისი მოთმენა უწევს ქართველ პოლიციას, როდესაც აგინებენ, ეს გასათვალისწინებელი კონტექსტია, ამ დროს სააკაშვილი გამოდის და ისეთ უხამს პროვოკაციას მიმართავს ამ ადამიანების მიმართ, არც მინდა გავიმეორო. ეს არ გაუვა მას. მას თავისი თანაგუნდელებიც არ ეთანხმებიან და დიდი ბზარი გაჩნდა ამასტან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცველებს დოქსოპულოები უწოდა და განაცხადა: „ამ კოსმონავტებს და დოქსოპულოებს დედა ჰყავთ პრინციპში. ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, მივაკითხოთ ყველას ცალ-ცალკე, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner