„სანამ არ იქნება ჩვენი მოქალაქეების ნება პატივცემული ოპოზიციის მხრიდან, სანამ ისინი ამ დესტრუქციულ პოზიციას არ შეეშვებიან, ძალიან რთულია რაიმე კონსტრუქციულ დიალოგზე საუბარი“, - ამის შესახებ გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ წევრის თქმით, პარტია ყველაფერს გააკეთებს თითოეული მოქალაქის არჩევნის დასაცავად.
„მათი არჩევანი უნდა იყოს პატივცემული და ჩვენი გუნდი, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდი გააკეთებს ყველაფერს, იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის მიერ გაკეთებული არჩევანი იყოს დაცული და გარანტირებული. სწორედ ამიტომ, კონსტრუქციულ დიალოგზე შეიძლება საუბარი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს პრინციპი და ჩვენი მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი იქნება აღიარებული. ჩვენ თავიდანვე, პირველი დღიდან მზაობას გამოვთქვამთ, და ეს ჩვენი ინიციატივაც იყო არაერთხელ, რომ ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ საკითხზე, კონსტრუქციულ ფორმატში დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და აქ ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და კონკრეტული ქვეყნების ჩართულობას ამ პროცესში, რომელთა ფასილიტაციითაც ძალიან კარგად წარიმართა მიმდინარე წელს პროცესები, რომელმაც 8 მარტის შედეგები მოგვიტანა. თუმცა აქაც, შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია უპასუხისმგებლოდ მოიქცა და 8 მარტის შეთანხმება სრულყოფილად არ შეასრულა“, - განაცხადა მიქანაძემ.