logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: საზოგადოების მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები დაინახეს
- +

10 ნოემბერი. 2020. 19:02

 

 

„საზოგადოების მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა, მას შემდეგ რაც ოპოზიციის ქმედებები დაინახეს და ის დესტრუქციული მიდგომები და მოვლენები, რაც ოპოზიციაში ხდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა გივი მიქანაძემ, „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, 16-ვე ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებს დამაჯაერებელი გამარჯვება ექნებათ. ეს იცის ოპოზიციამ და ამიტომ ისინი მიყვებიან მათ სქემას, რომლის შესახებაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არჩევნებამდე ისაუბრეს.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, ვინაიდან ისინი რადიკალურ ზომებზე მიდიან. საზოგადოება დაიღალა ამგვარი მოქმედებებით. საზოგადოება გაიზარდა და დემოკრატიის დონე ქვეყანაში გაიზარდა. არჩევნების ფორმატით ხალხმა იცის, რომ მათი უფლებები აუცილებლად დაცული იქნება. სწორედ ამიტომ, ჩვენ არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ მოვუწოდეთ ოპოზიციას, მოემზადონ მეორე ტურისთვის, მანამდე სამკვირიანი ვადაა. ეს ვადა ყველა ჩვენთაგანისთვის და დემოკრატიული პროცესისთვის უნდა იყოს გამოყენებული, რათა მოქალაეებმა არჩევანი გააკეთონ“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner