logo_geo
eng_logo
ლევან ბოძაშვილი: პარტიები შეცდომას უშვებენ, პარლამენტში რომ არ შედიან - ეჭვი მეპარება, ოპოზიციური ერთობა შენარჩუნდეს
- +

10 ნოემბერი. 2020. 19:11

 

„ჩვენ 30-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში, ვერ მოვახდინეთ სახელმწიფო ინსტიტუციების ისეთ დონეზე განვითარება, რომ პროცესები ყოველ 8 წელიწადში ერთხელ, ქუჩაში არ გადიოდეს“ , - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ლევან ბოძაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით,  პოლიტიკური პარტიები პარლამენტში საბოლოოდ მაინც შევლენ.

 

„წინა ხელისუფლება 2003 წელს ქუჩის აქციებით შეიცვალა, 2012 წელსაც ბევრი ხალხი გამოვიდა და ესეც იყო ხელისუფლების შეცვლის გადამწყვეტი ფაქტორი და ახლაც იგივე. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები ვერ განვითარდა. სახელმწიფო ინსტიტუციების მთავარი აზრი, მიზანი, არსი მდგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკური პროცესები არ მიმდინარეობდეს ქუჩაში და პოლიტიკურ ინსტიტუციებს ჰქონდეთ საშუალება პრობლემები მოაგვარონ ინსტიტუციების შიგნით, მოაგვარონ ისეთ ადგილებში, როგორიცაა პარლამენტი, სასამართლო თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია. კიდევ ერთხელ მივდივართ იმ წრეზე, რომელიც არის ჩვენთვის დამღუპველი. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მე მიმაჩნია, რომ ისინი შეცდომას უშვებენ, პარლამენტში რომ არ შედიან. ეს მაინც ასე მოხდება, ამის ნიშნები უკვე სახეზეა.

 

მე ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიციური ერთობა შენარჩუნდეს. არ მახსოვს საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში, რომ პარტიები ბოლომდე ერთად ყოფილიყვნენ, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების დროს. რეალურად ჩვენ გვაქვს ორპარტიული მოცემულობა, ხოლო 2024 წლისთვის 5 %-იან ბარიერს, რაც ახლა ხმები მიიღეს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარდა, ვერავინ ლახავს, ორივე პარტიას აწყობს ეს მოცემულობა“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner