„პოლიტიკური კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით უნდა გამოვიდეთ. დაპირისპირება სამოქალაქო ომში არ უნდა გადაიზარდოს“, - ამის შესახებ სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა განაცხადა. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.
„სამოქალაქო ომი იქნება მშვენიერი საჩუქარი თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის. სომხეთს კი ის დამანგრეველ შედეგს მოუტანს. იმედი მაქვს, რომ სხვადასხვა პარტიები, სამართალდამცველი ორგანოები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, ყველა ადამიანი, ვისაც ჩვენი ხალხის ბედზე გული შესტკივა, ყველაფერი უნდა იღონოს, რომ კატასტროფა არ მოხდეს“ - აცხადებს ლევონ ტერ-პეტროსიანი.
ლევონ ტერ-პეტროსიანი სომხეთის პრეზიდენტი 1991-1998 წლებში იყო.
ცნობისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. მისი ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სეტქემბერს განახლდა და 44 დღე მიმდინარეობდა.