ბექა დავითულიანი: პომპეოს ვიზიტი არის იმის ნიშანი, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა იმ სტანდარტით, რაც დემოკრატიულ სამყაროს აკმაყოფილებს
-
+
10 ნოემბერი. 2020. 23:29
„პომპეოს ვიზიტი არის ყველანირად დადებით კონტექსტში განხილული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვევა.
„რას ნიშნავს პომპეოს ვიზიტი - 1. ეს არის ის, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არის უმაღლეს ნიშნულზე.
- აშშ სწორედ საქართველოს მიიჩნევს რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და როდესაც რეგიონში სიტუაცია იცვლება, გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსი გარკვეულ ტრანსფორმაციას განიცდის, აშშ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ჩამოდის, არის საქართველო, რათა განიხილოს არსებული ვითარება.
- ეს არის ასევე იმის ნიშანი, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც აკმაყოფილებს დემოკრატიულ სამყაროს, რომლის ლიდერიც არის აშშ, ეს არის მკაფიო მხარდაჭერა, გზავნილი სხვებისთვსიაც, რომ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტით, ყველამ დაინახოს, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოს ფაქტორს კავკასიაში. შესაბამისად პომპეოს ვიზიტი არის ყველანირად დადებით კონტექსტში განხილული“, - განაცხადა დავითულიანმა.
წყარო :