logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: პომპეოს ვიზიტი არის იმის ნიშანი, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა იმ სტანდარტით, რაც დემოკრატიულ სამყაროს აკმაყოფილებს
- +

10 ნოემბერი. 2020. 23:29

 

 

„პომპეოს ვიზიტი არის ყველანირად დადებით კონტექსტში განხილული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვევა.

 

„რას ნიშნავს პომპეოს ვიზიტი - 1. ეს არის ის, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არის უმაღლეს  ნიშნულზე.

 

  1. აშშ სწორედ საქართველოს მიიჩნევს რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და როდესაც რეგიონში სიტუაცია იცვლება, გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსი გარკვეულ ტრანსფორმაციას განიცდის, აშშ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ჩამოდის, არის საქართველო, რათა განიხილოს არსებული ვითარება.

 

  1. ეს არის ასევე იმის ნიშანი, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც აკმაყოფილებს დემოკრატიულ სამყაროს, რომლის ლიდერიც არის აშშ, ეს არის მკაფიო მხარდაჭერა, გზავნილი სხვებისთვსიაც, რომ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტით, ყველამ დაინახოს, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოს ფაქტორს კავკასიაში. შესაბამისად პომპეოს ვიზიტი არის ყველანირად დადებით კონტექსტში განხილული“, - განაცხადა დავითულიანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner