logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი არის მხარდაჭერის სიგნალი ჩვენი ქვეყნის მიმართ
- +

10 ნოემბერი. 2020. 23:37

 

 

„ასეთი მაღალი დონის ვიზიტი, მაიკ პომპეოს ჩამოსვლა არის მხარდაჭერის სიგნალი საქართველოს მიმართ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„მაიკ პომპეოს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. იქიდან გამომდინარე, რომ სულ ახლახანს ჩვენს რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რამაც რეგიონში ვითარება რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვიტა. შესაბამისად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში დამატებით ღირებულებას იძენს, ვინაიდან რეგიონში აშშ-ისთვის ნომერ პირველი პარტნიორი სწორედ საქართველოა. ასევე ჩვენთან ჯერ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, წინ გვაქვს მეორე ტური, შესაბამისად, ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არის მხარდაჭერის სიგნალი საქართველოს მიმართ. პომპეოს ტურნე მოიცავს საფრანგეთს, ისრაელს, საუდის არაბეთს - ქვეყნებს, რომლებიც ტრადიციულად აშშ-ის მოკავშირეები არიან“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner