logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არ მგონია, მაიკ პომპეომ გვითხრას, რას შვრებით, ბიჭებო, იქნებ სანამ „ნაცმოძრაობა“ არ გაიმარჯვებს, იქამდე ვატაროთ არჩევნებიო
- +

11 ნოემბერი. 2020. 00:06

 

 

„პომპეოს ჩამოსვლა განპირობებულია იმით, რომ რეგიონში ძალიან მძიმე ვითარებაა შექმნილი როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, რასაც ეს პანდემია კიდევ უფრო აღრმავებს და არასტაბილური სიტუაცია, ზოგადად, მსოფლიოში“, - ამის შესახებ ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

კითხვაზე, თუ რას უპასუხებს მმართველი გუნდი მაიკ პომპეოს იმაზე, რატომ არ შედის ოპოზიცია პარლამენტში, ვოლსკი აბობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტის მიზეზებს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად განიხილავენ.

 

„რას ვპასუხობთ კი არა, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვიხილავთ საკითხს, რატომ ხდება, რა არის მიზეზი საბოტაჟის და აწყობს თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთი მდგომარეობა, როდესაც საბოტაჟის ორგანიზატორები სააკაშვილის თამადობით საქართველოს მიაქანებენ სწორედ იმ მიმართულებით, რაც რუსეთს აწყობს.

 

გავიმეორებთ ალბათ იმას, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა უკვე განაცხადა - ჩატარდა არჩევნები და ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველამ პასუხი უნდა აგოს იმ ადამიანებზე, ვინც მათ ხმა მისცა, რომ არჩევნები იყო ჩატარებული ფუნდამენტური უფლებების დაცვით და სტანდარტები იყო დაცული საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში. მე საკითხების ამ კუთხით განხილვას არ ველოდები, რომ რას შვრებით ბიჭებო, რას აპირებთ, იქნება შევცვალოთ ეს და სანამ არ გაიმარჯვებს ნაცმოძრაობა, იქამდე ვატაროთ და ვატაროთ არჩევნებიო. ასეთი გულუბრყვილო შეხედულებები უნდათ მოახვიონ თავს საზოგადოებას. ეს სერიოზული საუბარი იქნება და არამარტო არჩევნებზე“, -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner