logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციაზე: გარწმუნებთ, რამდენიმე დღეში მათი ფსევდოერთობიდან მტვერიც აღარ დარჩება
- +

11 ნოემბერი. 2020. 00:11

 

„ვვარაუდობდი, რომ მათი ფსევდოერთობა კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდებოდა, მაგრამ დღეს ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ლიდერი ერთმანეთშიც ვერ ერკვევა და ვერ ალაგებენ სათქმელს. ერთი ერთს ამბობს, მეორე - მეორეს. ისინი ვერ გაძლებენ, მათ ყველანაირი ბერკეტი აქვთ გამოცლილი, სხვა სამოქმედო გეგმაც აღარ დარჩენიათ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მან ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრა.

 

„პომპეოც, მაიკ პენსიც და ზოგადად, აშშ-ის პოლიტიკური ელიტა ასეთ დროს, პირველ და მეორე ტურებს შორის, ყოველთვის ერიდებიან სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლას, რადთა ნებსით თუ უნებლიეთ, რაიმე ზეგავლენა არ მოახდინონ არჩევნებზე. ეს ვიზიტი, მით უმეტეს, საუბარი მჭიდრო დასავლურ ინტეგრაციაზე, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აშშ-ის მხრიდან, ამ არჩევნებს სრული ლეგიტიმაცია აქვს, მაიკ პომპეოს არავითარი კითხვები არ აქვს და ესაუბრება საქართველოს მომავალ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“. ეს ძალიან ნათელი ფაქტია. ოპოზიცია ამას ხედავს. მაგალითად, დავით უსუფაშვილი საკმაოდ კარგად ერკვევა და კარგი, მჭიდრო ურთიერთობები აქვს ჩვენს დასავლელ მეგობრებთან, აქვს ამ ურთიერთობების გამოცდილება. ხალხის იმ რაოდენობიდან, რომელთა ხმებიც აიღეს, 1%-იც არ დგას მათთან ერთად, აქციებზე.

 

საერთო ჯამში, ეს ყველაფერი არის გასაღები, რითაც ეს ადამიანები სულ რამდენიმე დღეში, საბოლოოდ ჩამოიშლებიან. გარწმუნებთ, რამდენიმე დღეში მათი ფსევდოერთობიდან მტვერიც აღარ დარჩება. საერთოდ, ვფიქრობ, რომ, შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობაც“ კი დაიშალოს ამ დღეებში“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner