logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: აშშ-ის არათუ სახელმწიფო მდივანი, საშუალო რგოლის ჩინოვნიკი არ ჩავა იქ, სადაც არჩევნებთან მიმართებაში რაიმე ეჭვი არსებობს
- +

11 ნოემბერი. 2020. 00:25

 

 

„ამერიკის შეერთებული შტატების არათუ სახელმწიფო მდივანი, საშუალო რგოლის ჩინოვნიკი არ ჩავა იქ, სადაც არჩევნებთან, ანუ დემოკრატიასთან მიმართებაში რაიმე ოდნავ ეჭვი არსებობს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ განაცხადა.

 

მან ასევე არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია შევიდეს. ოთხი წლის განმავლობაში უამრავი საკანონმდებლო ცვლილებით და თუ მმართველი უმრავლესობა ამ ცვლილებებს არ მიიღებს, მას იმავე ტრიბუნიდან, მედიის საშუალებითა და სოციალური ქსელით თავის ამომრჩეველს მიმართოს. უთხრას, რომ მე ჩემი დაპირებების შესრულების მცდელობა მქონდა. დეპუტატის უფლება-მოვალეობები მე პირველ რიგში ასე მესმის და არა ისე, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ.

 

ახლა რაც შეეხება რეალობას, რომელიც იქმნება. იმისათვის, რომ პროტესტი გამოხატონ და გააგრძელონ საპროტესტო აქციები, ორი რამაა საჭირო. ერთი, მოსახლეობის მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია მოსახლეობის მხრიდან და მეორე არის ის, რასაც ბოლო დღეებში ვიმეორებთ: ყველა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ყველა მისიამ არჩევნები აღიარა. ეს საკითხი დახურულია. ვერ ვიხსენებ ისეთ შემთხვევას, ამერიკის შეერთებული შტატების არათუ სახელმწიფო მდივანი, საშუალო რგოლის ჩინოვნიკი არ ჩავა იქ, სადაც არჩევნებთან, ანუ დემოკრატიასთან მიმართებაში რაიმე ოდნავ ეჭვი არსებობს. აქ რომ ყოფილიყო ეუთო/ოდირის მხრიდან რომ ყოფილიყო უარყოფითი დასკვნები, ეს ვიზიტი იყო გამორიცხული“, - განაცხადა სალუქვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner