რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, 70 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ის ერთ-ერთ გაჩერებაზე შეუძლოდ გახდა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა საავტომობილო გზა გადაკვეთა, რის შემდგომაც გაჩერებაზე წაიქცა, დაბლა დაეცა და გონება დაკარგა. მის გადარჩენას სასწრაფო სამედიცინო დახმარების 2 ჯგუფი, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს გული გაუჩერდა.