„ისმის კრიტიკა, ამაზეც საუბრობენ, რომ რა, ათ საათზე კორონა იძინებს და ხუთ საათზე იღვიძებსო? ეს არასერიოზულია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გადაადგილების შეზღუდვაზე საუბრისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მობილობის შეზღუდვა, ინფიცირების შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
„სამეცნიერო ლიტერატურაში ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, რომ ღამის მობილობის სერიოზული დაგდება ახალ ინფიცირებულთა შემცირების მიმართულებით სერიოზულ შედეგს იძლევა. ისევე, როგორც სხვა შეზღუდვები და რაც მთავარია, პრევენციული ღონისძიებები. ცალკე აღებული ერთი შეზღუდვა არაფერს მოგვცემს, თუ ის კომპლექსში არ არის, რამდენიმე ღონისძიებასთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.