logo_geo
eng_logo
დღეს ერევანში ოპოზიციის დემონსტრაციაა დაგეგმილი
- +

11 ნოემბერი. 2020. 10:05

 

 

სომხეთში, ერევანში დღეს ოპოზიციის მიტინგი და დემონსტრაციაა დაგეგმილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ 17 პარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მიტინგი ერევანში, თავისუფლების მოედანზე ჩატარდება.

 

„სამწუხაროდ, გუშინ დაიწერა ჩვენი ისტორიის ყველაზე სამარცხვინო გვერდი. იმ ჯარისკაცების ზურგს უკან, რომლებიც საკუთარი სისხლით იცავენ მიწასა და სახელმწიფოებრიობას, ყველა ჩვენგანის ზურგს უკან ხელი მოეწერა მოღალატეობრივ შეთანხმებას. ამჟამად უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი კოლექტიური ერთიანობა, შიდა არეულობებისა და პროვოკაციების გამორიცხვა. 11 ნოემბერს, 13:00 საათზე ყველას ვიწვევთ მიტინგზე ერევანში, თავისუფლების მოედანზე, სადაც შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ვარიანტს წარმოვადგენთ“, – ნათქვამია 17 პარტიის საბჭოს განცხადებაში.

 

ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან აღნიშნულ განცხადებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. მოგვიანებით ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტით უკმაყოფილო მოქალაქეები სომხეთის მთავრობის შენობაში შეიჭრნენ.

 

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, რუსეთმა მთიან ყარაბაღში 1 960 მშვიდობისმყოფელი და სამხედრო ტექნიკის 470 ერთეული გააგზავნა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner