logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: ჩვენ უნდა ავამოქმედოთ შენგენის ზონაში შესვლისა და გასვლის ახალი სისტემა
- +

11 ნოემბერი. 2020. 10:40

 

 

„ტერორისტული თავდასხმების გახშირების გათვალისწინებით შენგენის ზონის სასაზღვრო კონტროლის რეფორმირება აუცილებელია“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროპის ქვეყნების ლიდერებთან ვირტუალური კონფერენციის დროს განაცხადა.

 

„ჩვენ უნდა ავამოქმედოთ შენგენის ზონაში შესვლისა და გასვლის ახალი სისტემა, რომელიც ძალაში 2022 წელს შევა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, ვინ შემოდის და ვინ ტოვებს შენგენის ზონას. ასევე, გვჭირდება ეს ინფორმაცია იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებთანაც ჩვენ უვიზო რეჟიმის შეთანხმება გვაქვს“, – განაცხადა მერკელმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner