logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ურყევ მხარდაჭერას
- +

11 ნოემბერი. 2020. 11:08

 

 

„ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა, თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდეს და დარწმუნებული ვარ, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტი, ამ მხრივ, იქნება მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ურყევ მხარდაჭერასა და ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების, ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ. ეს ვიზიტი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ წარმოადგენს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხრდაჭერის მკაფიო ნიშანს, რაც სრულიად ეხმიანება ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე ურთიერთოებას და უაღრესად ნაყოფიერ თანამშრომლობას. მოგეხსენებათ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვქონდა უაღრესად ეფექტიანი თანამშრომლობა, სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ყველა ძირითადი მიმართულებით. თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტიუტების გაძლიერება, ხალხთა შორის ურთიერთობის გაღრმავება, ეს არის ყველა ის ძირითადი საკითხი, რომლის მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები. ყველაფერი ეს აისახა ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ერთობლივ განცხადებაში. მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა, თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი, ამ მხრივ, იქნება მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობის ყველა საკითხთან ერთად, ვიზიტისას საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსაც და იმ სიტუაციასაც, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს გარშემო და მათ შორის, საქართველოს როლზე.

 

„ჩვენ კიდევ ერთხელ ამ ვიზიტით ვადასტურებთ, რომ საქართველო არის აშშ-ის მთავარი მოკავშირე რეგიონში და მნიშვნელოვანი დასაყრდენი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას და საქართველოს სტაბილურ განვითარებას ყველა მიმართულებით, როგორც პოლიტიკური, ისე უსაფრთხოების და ასევე ეკონომიკური თვალსაზრისიით. ცხადია, ვიმსჯელებთ სამომავლო პრიორიტეტებზე და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითადი განზომილების მთავარ პრიორიტეტებზე“,- განაცხადა ზალკალიანმა.

 

ცნობისთვის, მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვევა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner