logo_geo
eng_logo
გორში, ქართლის ქარის ელექტრსადგურის პროექტის ფარგლებში გაცნობითი შეხვედრა გაიმართა
- +

2 მარტი. 2016. 18:55


2016 წლის 2 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა ქართლის ქარის ელექტრსადგურის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის წარმომადენებლეთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან.


შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, არსებული შესაძლებლობიების, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა. შეხვედრა ორგანიზებული იყო სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" შვილობილი კომპანიის - შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის" თანამშრომლების მიერ.


შეხვედრის დროს განხილულ იქნა  შესაძლო სამუშაო ადგილების საკითხი, რაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.


მსგავსი შეხვედრები პერიოდულად გაიმართება, ვინაიდან პროექტს აფინანსებს ევროპის რეკონსტრუქციისა  და განვითარების ბანკი. აღნიშნული ბანკის რეგულაციების მიხედვით, აუცილებელია მუდმივ რეჟიმში ადგილობრივ მოსახლეობასთან ხშირი კონტაქტი, მათი ინფორმირება და ჩართულობა.


ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოსთვის პირველი  პროექტია. სადგურის დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელენერგია კი 88 მილიონ კილოვატ საათს შეადგენს. სამშენებლო ეტაპი დაიწყება მიმდინარე წლის მარტის თვეში, ხოლო დასრულდება მიმდინარე წლის დეკემბერში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner