logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: ჩვენი მოვალეობაა, ოქტომბრის არჩევნები იყოს სამაგალითო
- +

1 ივლისი. 2016. 12:14


„ჩვენი პრესტიჟის საქმეა, მოვალეობაა და ერთადერთი ინტერესია, რომ ოქტომბრის არჩევნები იყოს სამაგალითო", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.



საქართველოს მთავრობამ შეძლო და წინა ორი არჩევნები, როგორც საპრეზიდენტო, ასევე ადგილობრივი, ჩაატარა ძალიან ღია და ტრანსარენტული. ჩვენი პრესტიჟის საქმეა, მოვალეობაა და ერთადერთი ინტერესია, რომ ოქტომბრის არჩევნები იყოს სამაგალითო. საქართველომ, პირველ რიგში, ჩვენს თავს უნდა ვაჩვენოთ, რომ დემოკრატიული საზოგადოება ვართ, ჩვენ შეგვიძლია უმაღლესი სტანდარტით დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ასევე ჩვენი პარტნიორები იყვნენ ამაში დარწმუნებულები", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner