„დიდი ბრიტანეთი მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის შეთანხმებას მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების შესახებ“, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს.
„დიდი ბრიტანეთი მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის შეთანხმებას მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების შესახებ. მათ რთული გადაწყვეტილება მიიღეს, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ადამიანური მსხვერპლი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ორივე მხარეს, რომ გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა მშვიდობის დარეგულირების მიზნით, მათი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, – წერს დომინიკ რააბი.