logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ჩვენ გვყავს ერთი ბუნტისთავი „ნაცმოძრაობის“ კლასტერი, რომელმაც სამწუხაროდ, ბრმად ჩაიბა ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც სიახლეს წარმოადგენდნენ პოლიტიკაში
- +

11 ნოემბერი. 2020. 14:05

 

 

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპონენტებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან რამდენიმე ძირითადი საკითხით დაჯდება. როგორც სესიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ოპოზიციამ პატივი უნდა სცეს ყველა ამომრჩეველს, გამოიყენოს სამართლებრივი შესაძლებლობები იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები იყოს ეჭვგარეშე საზოგადოებისთვის, უნდა შევიდეს პარლამენტში და გაუფრთხილდეს ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიას და უსაფრთხოებას.

 

„ამ ქვეყანაში ვისაც დემოკრატია და დასავლური ღირებულებების აღიარება, დასავლეთისკენ სწრაფვა უნდა წაგებულმა უნდა ისწავლოს აღიარება, მეორე - უნდა ვისწავლოთ ჩვენი ამომრჩევლის პატივისცემა. 50%+1 ხმას ვინც იღებს, ასევე მეორე მხარეს, ვინც იღებს 49,99%-ს, უნდა აღიაროს გამარჯვებული. ეს კულტურა საქართველოში, სამწუხაროდ, არ არის. ჩვენ გვყავს ერთი ბუნტისთავი „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი, რომელმაც სამწუხაროდ, ბრმად ჩაიბა ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც სიახლეს წარმოადგენდნენ ქართულ პოლიტიკაში. 1%-იანი ბარიერი იმიტომ დავუშვით, რომ შემოსულიყვნენ ახალი ძალები პარლამენტში. ეს პრინციპი დაირღვა. გვყავს ბუნტისთავი, რომელიც იტყუება სიცრუეზე და სიძულვილის ენაზე აგებული პოლიტიკით ცდილობს საზოგადოებაში აგრესია შემოიტანოს. პირველი - ყველა ამომრჩეველს უნდა ვცეთ პატივი, მეორეც, ჩვენმა ოპონენტებმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, როდესაც მათ თავიდანვე უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე. პატივი სცენ ამომრჩეველს, ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა გამოიყენონ იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები იყოს ეჭვგარეშე მთელი საზოგადოებისთვის, მესამე - უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და დაიწყონ მუშაობა. ამ პარლამენტში მათ მეტი საშუალება ექნებათ უფრო ძლიერი იყვნენ და გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილებეზე და ასევე გაუფრთხილდნენ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიას და უსაფრთხოებას, რაც არ შედის მათ ინტერესში. იმედი მაქვს, რომ ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდებიან ძალები, რომლებიც პარლამენტში აუცილებლად შემოვლენ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

ამასთან, სესიაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება „ერთგვარად პოლიტიკური დღის წესრიგი და პოლიტიკური მედიის აწეული თემაა. ეს არის პოლიტიკური ნარატივი ოპონენტების, რომლებმაც წააგეს“.

 

„რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ზეპოლიტიზებულ ვითარებაში ეს საკითხი ვერ დადგება. ოპოზიციას სრული უფლება აქვს შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელშიც ჩვენც ჩავერთვებით და ამ კომისიის ფორმატში შევძლებთ მტყუან-მართლის გარჩევას. საბოლოოდ ალბათ, ამისკენ წავალთ. თუ გამოჩნდა, რომ პასუხისმგებელმა პირებმა დაუშვეს ისეთი შეცდომები, რომელმაც გავლენა მოახდინა პოლიტიკურ პროცესზე, როცა კითხვას დამისვამთ, მექნება კონკრეტული პასუხი“, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner