logo_geo
eng_logo
სომხეთის გენშტაბის უფროსი: ფაშინიანი კი არ არის დამნაშავე, ომი წავაგეთ
- +

11 ნოემბერი. 2020. 14:26

 

 

„სომხეთის პრემიერმინისტრმა, ფაშინიანმა გადაწყვეტილება ჩემი წინადადებით მიიღო, ასევე, ვითარების ყველამხრივი შეფასების გათვალისწინებით”, – ამის შესახებ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ონიკ გასპარიანმა განაცხადა, წერს ადგილობრივი მედია.

 

„ამ გადაწყვეტილებაზე უარის თქმა უარესს შედეგებს მოგვიტანდა. ეს ცალსახად უნდა მივიღოთ და გავიგოთ. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, მიუხედავად იმისა, თუ რა სპეკულაციებია. ეს ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მწარე სიმართლეა, მაგრამ ეს ვითარების ობიექტური შეფასების შედეგია”, – თქვა მან.

 

9 ნოემბერს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ასევე, სომხეთის პრემიერმინისტრმა სამმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის შედეგად ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების შეწყდა და რუსეთმა შეხების წერტილში სამშვიდობო კონტინგენტი განათავსა. ოპოზიცია ფაშინიანის გადაწყვეტილებას სახელმწიფო ღალატად აფასებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner