logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: გაზრდილი ფინანსური დახმარება პირდაპირი პოლიტიკური გზავნილია, რომ საქართველოსა და აშშ-ს პოლიტიკური პარტნიორობა ვითარდება
- +

11 ნოემბერი. 2020. 15:04

 

 

„მაიკ პომპეოს ვიზიტის წინ აშშ-ის სენატის ასიგნების კომიტეტმა, საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი დახმარება დაუმტკიცა. გაზრდილი დახმარება არის პირდაპირი პოლიტიკური გზავნილი, რომ საქართველოსა და აშშ-ს პოლიტიკური პარტნიორობა ვითარდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

 

„ეს არის ისტორიული მაქსიმუმი $132 მილიონზე მეტი, უპრეცედენტო დახმარება საქართველოსთვის. ამას ძალიან ვაფასებთ. საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ეს თანხა, განსაკუთრებით COVID19-ის პანდემიის პირობებში“, - აღნიშნა ხელაშვილმა.

 

მისი თქმით, პარტნიორებს შორის ურთიერთობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გადავა თვისობრივად ახალ დონეზე.

 

„გახსოვთ ალბათ სპეკულაციები საქართველოსთვის ლამის სანქციების დაწესების თაობაზე. როგორც იცით,ოპონენტების ძალისხმევით, აშშ-ს დახმარების პროექტში დროებით გაჩნდა ჩანაწერი ამ დახმარების 15%-ის შესაძლო შეყოვნების თაობაზე. საბოლოო დოკუმენტში ეს დათქმა მთლიანადაა ამოღებული, რაც ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს სწორი გზით განვითარებას და მხარს უჭერს იმ დემოკრატიულ პროცესებს რომლებიც საქართველოში უწყვეტად მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner