logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა აბიტურიენტებს: ჩემი სახით, კიდევ ერთი გულშემატკივარი გყავთ
- +

1 ივლისი. 2016. 12:15


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სოციალურ ქსელში წერს, რომ აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს.



ყველა აბიტურიენტს წარმატებას და მალე სტუდენტობას გისურვებთ. მთავარია, არ ინერვიულოთ და დადებითი განწყობით მიხვიდეთ გამოცდაზე.

ყველა საგამოცდო ცენტრში კომფორტული გარემოა შექმნილი, რომ მაქსიმალურად კარგად გამოავლინოთ თქვენი ცოდნა. გახსოვდეთ, რომ, ჩემი სახით, კიდევ ერთი გულშემატკივარი გყავთ. თქვენს შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვარ და ვიცი, როგორც სტუდენტებს, მალე შეგხვდებით.

აბა, თქვენ იცით!" - წერს ჯეჯელავა „facebook"-ზე.



განათლების მინისტრი მუხიანში მდებარე საგამოცდო ცენტრში მივიდა, თუმცა მედია ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.



ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ეროვნულ გამოცდებზე წელს 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner