logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: სტეპანაკერტის აღების შემთხვევაში, ყველაფერს დავკარგავდით
- +

11 ნოემბერი. 2020. 15:22

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი „ფეიბუქის“ საშუალებით მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

 

„ჩვენ შეგვექმნა სიტუაცია, როდესაც სტეპანაკერს პირდაპირი საშიშროება ემუქრებოდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და არცახის პრეზიდენტის შეფასებით, ის ძალიან სუსტად, სიმბოლურად იყო დაცული. სტეპანაკერტის აღების შემთხვევაში, ათასობით ჩვენი სამხედრო ალყაში აღმოჩნდებოდა. შედეგად, ჩვენ დავკარგავდით ყველაფერს, რაც ამ დოკუმენტით იქნა დაფიქსირებული“, – განაცხადა ფაშინიანმა.

 

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ომის გაგრძელების შემთხვევაში, სტეპანაკერტი და ასკერანი დაუცველი იქნებოდა, მარტუნის დაცვა კი, ძალიან არასტაბილური. მისივე განცხადებით, ომი რომ არ შეეჩერებინათ, მაღალი იყო შესაძლებლობა, ალყაში აღმოჩენილიყო მათი მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და შესაძლოა, მეექვსე და მეშვიდე რაიონებიც, ამ შემთხვევაში კი, ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა.

 

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ, ქალაქ შუშაზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, ტერიტორიის დაბრუნების მცდელობა ორჯერ ჰქონდათ, თუმცა, ორივე წარუმატებელი აღმოჩნდა.

 

ასევე, ნიკოლ ფაშინიანი ეხმაურება პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანის განცხადებას ღალატთან დაკავშირებით, რომელიც შუშის აღებას ეხება. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მან მთიან ყარაბაღში რუსი სამხედროების განთავსებაზე მზაობის შესახებ ჯერ კიდევ 22 და 25 ოქტომბერს განაცხადა, შესაბამისად, 28 ოქტომბერს, როგორც ამას წარუკიანი ირწმუნება, ის ვერ შეძლებდა მათი განთავსების წინააღმდეგ გამოსულიყო. ნიკოლ ფაშინიანმა ასევე შეახსენა მოქალაქეებს, რომ როდესაც გაგიკ წარუკიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, განაცხადა, რომ მოხალისეთა დანაყოფს ჩამოაყალიბებდა, თუმცა შუშის მისადგომებთან წარუკიანი და მისი მოხალისეთა დანაყოფი არავის უხილავს. პრემიერის აზრით, ასეთი შენაერთის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, მებრძოლთა ოდენობა საკმარისი აღმოჩენილიყო და შუშა არ დაცემულიყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner