logo_geo
eng_logo
ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთის ტანკერის და თურქული სათევზაო ნავის შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- +

11 ნოემბერი. 2020. 15:25

 

 

ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთის ტანკერის და თურქული სათევზაო ნავის შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

 

თურქული მედიის ინფორმაციით, ბერძნულ ტანკერ „ეფესოსთან“ შეჯახების შედეგად თურქული სათევზაო ნავი „ფოლატბეი“ ამობრუნდა.

 

ბერძნული მედიის ცნობით, ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში სანაპირო დაცვის სამსახური, სანაპირო დაცვის სამი ნავი და მყვინთავების გუნდი მონაწილეობს.

 

შემთხვევა თურქეთის ადანას პროვინციიდან 15 კილომეტრში მოხდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner