რომის პაპმა ფრანცისკემ დღეს ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგების დროს განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს ვიზიტით ეწვევა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი 30 სექტემბიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით შედგება.
„სამ თვეში გავემგზავრები საქართველოსა და აზერბაიჯანში. კავკასიის რეგიონის ამ ქვეყნებში ვიზიტი გადავწყვიტე იმისთვის, რომ ხაზი გავუსვა მათ უძველეს ქრისტიანულ ფესვებსა და ავამაღლო იმედი და მშვიდობა", - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.