logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი: პომპეოს ვიზიტი გზავნილია, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას
- +

11 ნოემბერი. 2020. 17:18

 

 

„მაიკ პომპეოს ვიზიტი და აშშ-სგან საქართველოსთვის გამოყოფილი 132 მილიონიანი დახმარება ხაზს უსვამს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გამყარებას“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრი მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ორი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გამყარებას და აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ:

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, საქართველოს 17-18 ნოემბერს ესტუმრება, რაც აშშ-ს მხრიდან გზავნილია საქართველოს სტაბილურობის, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის. ეს კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს საქართველოს როგორც რეგიონში, ლიდერი ქვეყნის როლს;

 

აშშ-ის სენატის საბიუჯეტო კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი. დოკუმენტის თანახმად, საქართველო აშშ-ისგან 132 მილიონის დოლარის მოცულობის დახმარებას მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ სენატის მიერ გამოქვეყნებულ ბიუჯეტის პროექტში არაა გათვალისწინებული თანხების გამოყოფის 15%-იანი შეზღუდვის პუნქტი“, – წერს მარიამ ქვრივიშვილი.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. საგარეო უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.

 

ამასთან, აშშ-ის სენატის ასიგნებათა კომიტეტმა 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტების პაკეტი გამოაქვეყნა. 12 დოკუმენტს შორის არის საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტიც, რომლითაც საქართველოსთვის სულ მცირე 132 მილიონი დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner