logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: მაიკ პომპეოს ვიზიტი არის სერიოზული მესიჯი, რომ აშშ-ისთვის საქართველო რეგიონში წამყვანი პარტნიორი ქვეყანაა
- +

11 ნოემბერი. 2020. 18:35

 

 

„მაიკ პომპეოს ვიზიტი ეს არის საქართველოსთვის სერიოზული მესიჯი, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის რეგიონში წამყვანი პარტნიორი ქვეყანაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან იგი არის გარკვეული ხიდი ახლანდელ ადმინისტრაციასა და მომდევნო ადმინისტრაციას შორის.

 

„მაიკ პომპეო არ არის უბრალოდ სახლმწიფო მდივანი, არამედ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს, როგორც საგარეო, ასე შიდა პოლიტიკაში. პომპეოს ვიზიტი ეს არის საქართველოსთვის სერიოზული მესიჯი, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის რეგიონში წამყვანი პარტნიორი ქვეყანაა.

 

თუ გადავხედავთ იმ ქვეყნების სიას, რომელშიც პომპეო ჩადის საქართველომდე და ჩვენ შემდეგ, ეს ქვეყნები წარმოადგენენ ამერიკის ყველაზე საიმედო დასაყრდენს რეგიონში. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაკავებულია თავისი პირდაპირი საქმით, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ გაამყაროს არსებული ალიანსები, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, მხედველობაში მაქვს აღმოსავლეთ ევროპა და ახლო აღმოსავლეთი, რომელშიც დღეს ყველაზე დიდი საჭიროებაა სტაბილურობისა და მშვიდობის“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

17-18 ნოემბერს, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიდო მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner