„Georgian times"- ის მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში წერს:
„გუშინ „ტელევიზორში", ანუ ერთ-ერთ Live-ეთერში უაღრესად უზრდელი, თავხედი და ამაზრზენი „ახალგაზრდა ჟურნალისტი" ვიხილე - სასტიკად გაწიწმატებული და უიმედოდ გაავებული „ახალგაზრდა ჟურნალისტი".
ასეთები ვერასოდეს დაწერენ ვერც ხეირიან სტატიას და ვერც რეიტინგულ სიუჟეტებს ვერასოდეს შობენ!
სამაგიეროდ, მუდმივად დარჩებიან „ახალგაზრდა ჟურნალისტებად" ურბილესი ლь-ებითა და ცინიკური, კაცობრიობაზე უაღრესად გაბრაზებული სიფათებით..." - წერს გაგუა.