logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ევროპარლამენტარებს შეუძლიათ კონსტრუქციული როლის შესრულება, თუმცა არ ვფიქრობ, რომ კუბილიუსს ეს რესურსი აქვს
- +

11 ნოემბერი. 2020. 18:58

 

 

„ევროპარლამენტს და თითოეულ ევროპარლამენტარს კონსტრუქციული როლის შესრულების უშველებელი რესურსი აქვს, მაგრამ დღემდე ანდრიუს კუბილიუსი ამ თავის რესურსს იყენებს არა მოგვარებისათვის, არამედ ცალმხრივი მხარდაჭერისათვის და დაუბალანსებელი განცხადებებისათვის“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„მე ვფიქრობ, რომ კონსტრუქციული როლის შესრულების უშველებელი რესურსი აქვს ევროპარლამენტს და თითოეულ ევროპარლამენტარს, მაგრამ დღემდე ანდრიუს კუბილიუსი ამ თავის რესურსს იყენებს არა მოგვარებისათვის, არამედ ცალმხრივი მხარდაჭერისათვის, დაუბალანსებელი განცხადებებისათვის და იმ ილუზიის შექმნისათვის, რომ თითქოს კუბილიუსი და არა მხოლოდ ის მხარს უჭერენ იმ დესტრუქციას, რასაც ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი გვპირდება. თუკი ის ამ პოზიციებს დათმობს და ახალი წინადადებებითა და კონსტრუქციული გეგმებით გაგვაცნობს თავს, კარგი იქნება, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ კუბილიუსს ეს რესურსი აქვს“, - აცხადებს ვოლსკი.

 

ცნობისათვის, ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნიავიჩიენე და ლიეტუველი დეპუტატი ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებენ და ამ პროცესში კონსტრუქციული როლის შესრულების მზადყოფნას გამოთქვამენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner