logo_geo
eng_logo
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: საქართველოთან გერმანიას ყველაზე მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა აქვს
- +

1 ივლისი. 2016. 12:40


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ ფრაინშტაინერი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მან მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს რამდენჯერმე სტუმრობდა.


 

ვიყავი ერევანსა და ბაქოში. თბილისი არის კულმინაცია, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელთანაც გერმანიას აქვს ყველაზე მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა. პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობდნენ ბერლინს. ეს ხაზს უსვამს, რამდენად მჭიდროა ურთიერთობა უმაღლეს დონეზე ორ ქვეყანას შორის. გერმანიაში აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ეს მეტყველებს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურია ჩვენი ურთიერთობები, არამედ სამოქალაქოც, ვინაიდან საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი იყო ბერლინში, ვისაც ამ ურთიერთობის გაძლიერების ინტერესი აქვს", - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.


შტაინმაიერის თქმით, 2017 წელი ქართულ-გერმანული წელი ურთიერთობის წელი იქნება და ეს დიდ წვლილს შეიტანს გერმანიაში საქართველოს კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით წარმოჩენაში.


გერმანიაში საქართველოს კულტურულთუ ეკონომიკური თვალსაზრისით წარმოჩენაში და პირიქით, ამაში ქართულ-გერმანული წელი გარკვეულ წვლილს შეიტანს. ჩვენ ვისაუბრეთ 2018 წელზე, როცა საქართველო იქნება წარმოდგენილი ძალიან აქტიურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რათა საქართველომ ლიტერატურული თვალსაზრისით წარმოაჩინოს ძალიან ფასეული ქართული კულტურა. დღეს არის განსაკუთრებული დღე საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის. ეს არის ასოცირების შეთანხმების ოფიციალურად, ყოვლისმომცველად ამოქმედების დღე. ეს არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე შემთხვევითობა, რომ დღეს ორივე ვართ აქ. ფაქტი, რომ აქ ვარ, კიდევ ერთხელ მაძლევს შესაძლებლობას, ჩემი უდიდესი პატივისცემა გამოვხატო იმ აქტიურობის და რეფორმებისთვის, რომელიც ქვეყანამ და მთავრობამ განახორციელა უკანასკნელი წლების განმავლობაში გამოვხატო ის პატივისცემა, რომელიც არა მარტო ჩემგან მოდის, არამედ მთლიანად გერმანიისგან და ევროკავშირისგან", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner