-
+
11 ნოემბერი. 2020. 20:36
ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ულტიმატუმი წაუყენეს.
დემონსტრანტები ნიკოლ ფაშინიანის შუაღამემდე გადადგომას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით ერევანში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
სომხეთის 17 ოპოზიციურმა პარტიამ „ეროვნული გადარჩენის კომიტეტის“ შექმნის გადაწყვეტილება მიიღო და პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა მოითხოვა.