logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძე: პომპეოს ვიზიტი შეეხება ქვეყნის დემოკრატიის მხარდაჭერას, აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მთლიანობის პოლიტიკის მიმართ
- +

11 ნოემბერი. 2020. 20:37

 

 

ამერიკაში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ, „დღის კურიერის“ ეთერში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა:

 

„ჩვენ ორ სახელმწიფოს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და ამ ყველაფრის ფარგლებში ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან ფართო სპექტრი. ეს გამოხატულია ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობით, ეს გამოხატულია ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობით.

 

ეს ვიზიტიც ამის დასტურია, ეს შეეხება ქვეყნის დემოკრატიის მხარდაჭერას, ეს შეეხება აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

 

ამ შეხვედრის ფარგლებში უმთავრესი იქნება რეგიონში არსებული საკითხების განხილვა და საქართველოს როლი რეგიონში არსებული სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

 

ჩვენ გვექნება საუბარი საქართველოს როლზე, როგორც ეკონომიკური ჰაბისა ამერიკული კომპანიებისთვის რეგიონში.

 

საქართველო დღეს არის ნიმუში იმისა თუ როგორ შეიძლება ამ თანამშრომლობამ მოიტანოს ტრანსფორმაცია და ქვეყანა იყოს სანიმუშო დემოკრატიული განვითარების კუთხით.

 

ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა მიმართულებით იქნება საკითხები განხილული, ჩვენ მზად ვართ ამ უმაღლესი დონის ვიზიტორის მიღებისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner