logo_geo
eng_logo
ჯორჯიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნებზე მიცემულ ხმებს ხელით გადაითვლიან
- +

11 ნოემბერი. 2020. 21:17

 

 

ჯორჯიის შტატში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიცემულ ხმებს ხელით გადაითვლიან. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა.

 

„ეს იქნება ბოლო გადათვლა. ეს იქნება აუდიტი, განმეორებითი ანალიზი და გადათვლა – ყველაფერი ერთად“, – განაცხადა ბრედ რაფენსპერგერმა.

 

ჯორჯიის შტატში დღეს არსებული მონაცემებით, 14 000 ხმით ლიდერობს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი.

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა და საერთაშორისო მედიამ გააკეთა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს.

 

აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში მარცხი ამ დრომდე არ უღიარებია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner