logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: სამწუხაროდ, პროგნოზები დამაიმედებელი არ არის
- +

11 ნოემბერი. 2020. 22:22

 

 

„სამწუხაროდ, პროგნოზები დამაიმედებელი არ არის, ალბათ, მატება კიდევ იქნება", - ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „მაესტროს“ ეთერში  განაცხადა. მისივე თქმით,  მოქალაქეებმა რეკომენდაციები უნდა დაიცვან.

 

ამასთან, იმანძემ აღნიშნა, რომ  გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის შემთხვევების მატებას ამცირებს.

 

,,ჩვენ რითაც შეგვიძლია, რომ ეს მატება გავაჩეროთ, არის ის, რომ ნიღაბი და დისტანცია შევინარჩუნოთ და ასევე, სახელმწიფოს მიერ დაწესებულ წერტილოვან შეზღუდვებს დავემორჩილოთ.

 

შეიძლება ვიღაცამ, გაუთვითცნობიერებელმა მოქალაქემ ვერ გაიგოს, თუ რატომ არის ღამე მოძრაობის შეზღუდვა საჭირო, ან სხვა წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ ეს ყველაფერი მტკიცე მეცნიერულ საფუძვლებს ეფუძნება.

 

ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქემ იცოდეს, რომ ღამე დაწესებული შეზღუდვა ნიშნავს ადამიანებს შორის არასაჭირო კონტაქტების შეზღუდვას, ეს აზრი დევს ყველა ამ შეზღუდვაში. ეს არის მეცნიერული ფაქტები, თუ რაოდენ ამცირებს დაავადების გავრცელებას ამგვარი შეზღუდვა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner