logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: ეს შეზღუდვები, რაც ჩვენთან არის, დაახლოებით ერთ-ორ კვირაში გაანახევრებს ინფიცირებულთა რიცხვს
- +

11 ნოემბერი. 2020. 22:39

 

 

„ნებისმიერ შეკრება, რა მნიშვნელობა აქვს, იქ მიტინგზე შიკრიბებიან,  თუ ქორწილში შეიკრიბებიან ადამიანები, თუ წესებს არ ვიცავთ (დისტანცია, ნიღაბი), რა თქმა უნდა ხელს უწყობს ნებისმიერი შეკრება ინფექციის გავრცელებას“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით,  არსებული შეზღუდვები დაახლოებით ერთ-ორ კვირაში გაანახევრებს ინფიცირებულთა რიცხვს.

 

„ეს შეზღუდვები, რაც ჩვენთან არის, მათ შორის ღამე, მოძრაობის შეზღუდვა, დაახლოებით ერთ-ორ კვირაში გაანახევრებს ინფიცირებულთა რიცხვს", - აღნიშნა იმნაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner