თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ნოდარ რუხაძეს 1500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო გიორგი მჟავანაძეს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.
პარლამენტთან 4 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.