logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ სრული მზაობა, გაიმართოს სრულფასოვანი მოლაპარაკებები კონსტრუქციულ რეჟიმში
- +

12 ნოემბერი. 2020. 01:28

 

 

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ სრული მზაობა, რომ გაიმართოს სრულფასოვანი მოლაპარაკებები კონსტრუქციულ რეჟიმში. პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც 31 ოქტომბერს გააკეთეს არჩევანი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანმა ნაწილმა სწორედ მრავალპარტიულ პარლამენტს დაუჭირა მხარი, სადაც ოპოზიცია სოლიდური რაოდენობით იქნება წარმოდგენილი.

 

„როგორც კი ეს პრინციპი მიღებული და აღიარებული იქნება, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ ეს ყველაფერი უკვე ნათლად გამოხატა და დააფიქსირა, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვძლია, ნებისმიერ კონსტრუქციულ საუბარზე დავიწყოთ ლაპარაკი“, - აღნიშნა მიქანაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner