„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ სრული მზაობა, რომ გაიმართოს სრულფასოვანი მოლაპარაკებები კონსტრუქციულ რეჟიმში. პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც 31 ოქტომბერს გააკეთეს არჩევანი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანმა ნაწილმა სწორედ მრავალპარტიულ პარლამენტს დაუჭირა მხარი, სადაც ოპოზიცია სოლიდური რაოდენობით იქნება წარმოდგენილი.
„როგორც კი ეს პრინციპი მიღებული და აღიარებული იქნება, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ ეს ყველაფერი უკვე ნათლად გამოხატა და დააფიქსირა, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვძლია, ნებისმიერ კონსტრუქციულ საუბარზე დავიწყოთ ლაპარაკი“, - აღნიშნა მიქანაძემ.