logo_geo
eng_logo
უკრაინაში, პოლიტიკოსების რეიტინგებში მიხეილ სააკაშვილი ბოლო ადგილზეა
- +

12 ნოემბერი. 2020. 01:49

 

 

უკრაინელ პოლიტიკოსებს შორის მიხეილ სააკაშვილი ბოლო ადგილზეა.

 

მოქალაქეების მიერ ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასებას, სოციალური ინსტიტუტებისა და პოლიტიკოსებისადმი ნდობის ხარისხსა და მოქალაქეების ელექტორალურ ორიენტაციებს (ოქტომბერი-ნოემბერი 2020 წ.) რაზუმკოვის ცენტრი აქვეყნებს.

 

ინფორმაციის თანახმად, კვლევა ჩატარებულია რაზუმკოვის ცენტრის სოციოლოგიური სამსახურის მიერ 2020 წლის 20 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპოდენტების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გამოკითხულ იქნა 18 წლიდან ასაკის 2020 რესპონდენტი უკრაინის ყველა რეგიონიდან, გარდა ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიებისა. კვლევის შედეგების თეორიული ცდომილება (დიზაინ-ეფექტის გათვალისწინების გარეშე) არ აღემატება 2.3%, 0.95%-ის ალბათობით.

 

გამოკითხვა ჩატარდა პროექტის „2019 წლის შემდგომი პარტიული სისტემა უკრაინაში: საკვანძო თავისებურებები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება რაზუმკოვის ცენტრის მიერ, უკრაინაში კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობასთან ერთად.

 

პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების მიმართ ნდობის ხარისხის შეფასებისას, გამოკითხულთა უმეტესობა უნდობლობას გამოხატავს ყველა პოლიტიკოსის მიმართ, ვისი გვარიც შეყვანილ იქნა გამოკითხვაში. შედარებით უფრო ხშირად, გამოკითხულები ენდობიან ვოლოდიმირ ზელენსკის (ენდობა 33%, არ ენდობა 62%) და დ. რაზუმკოვს (შესაბამისად 30%-57%); მიხეილ სააკაშვილს კი ენდობა 10% და არ ენდობა – 80%.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner