აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპმის საარჩევნო შტაბმა სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა, რომლის თანახმადაც, უნდა გაუქმდეს ხმების დათვლა შტატ მიჩიგანში.
7 ნოემბერს აშშ-ის მედიამ ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.
ტრამპი ბაიდენის გამარჯვებას კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მისმა საარჩევნო კამპანიამ რამდენიმე შტატში, სხვადასხვა ტიპის საეჭვო დარღვევებთან დაკავშირებით, ათზე მეტი საჩივარი შეიტანა.