logo_geo
eng_logo
მაკა სახურია: ადე რა, გაუდექი გზას, შე დალოცვილო!
- +

1 ივლისი. 2016. 13:15


ფილოლოგი მაკა სახურია სოციალურ ქსელში წერს:



თბილისიდან სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში (სადაც ასევე 42 ტაძარია აგებული და უმრავლესობას ტაო-კლარჯეთში ჩვენი დაკარგული ძეგლების სახელები ჰქვია) ჩვენ გვაქვს ბატეთის ტბა, გასაოცარი ლანდშაფტით და გარემო პირობებით და ჩვენ აქ ვიხრუკებით ბოღმასა და ღვარძლში... ადე რა, ჩაიცვი სპორტულები, ბოტასები, მოიკიდე ზურგჩანთა თავისი კარვით და გაუდექი გზას, შე დალოცვილო! არც ძვირი დაგიჯდება, არც ნერვებს შეიჭამ თბილისურ პონტებში, განიმუხტები, აივსები მზით, წყლით, სუფთა ჰაერით, თვალსასეიროთი, სიხარულით და სიყვარულით... წაიყვანე საყვარელი ადამიანები, დაბანაკდი იქ, ღამე ათიე, ირბინე, ითამაშე, ცოტა ჭამე, ბევრი ნახე და ჩამოხვალ ადამიანი, დაამარცხებ იმ მხეცს, რომელიც ყოველ ჩვენგანშია ასფალტის დეპრესიის" გამო... მაგრამ არა! მერე ვინ იგრუზებოდეს? ვინ იბღვირებოდეს? ვინ იგესლებოდეს?" - წერს სახურია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner